პეტიცია დანაშაულის სტატისტიკის საჯაროობისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობამ იკლო, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი გაიზარდა. სამინისტრომ რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის სტატისტიკა დაჯამებული სახით გამოაქვეყნა, რაც არ გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, ზუსტად რას ნიშნავს დანაშაულის კლება: რა ტიპის დანაშაულმა იკლო ან იმატა, სად შემცირდა ან გაიზარდა დანაშაულის რაოდენობა? რამდენად მძიმეა ჩადენილი დანაშაული? ვინ ჩაიდინა იგი - რომელი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა? რა ტიპის დანაშაული გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ა.შ.

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად “ჯამპსტარტ ჯორჯიამ” სამინისტროსგან დანაშაულის დეტალური სტატისტიკა გამოითხოვა (http://goo.gl/aYqKB4), თუმცა სამინისტრომ წერილს მხოლოდ 27 სამუშაო დღის შემდეგ უპასუხა და კვლავ დაჯამებული სტატისტიკა გამოაგზავნა. ამასთანავე მოწოდებული სტატისტიკის პერიოდი არ ემთხვევა იმ პერიოდს, რასაც წერილში “ჯამპსტარტ ჯორჯია” ითხოვდა (http://goo.gl/DumFQ4).

ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, როგორია კრიმინოგენული ვითარება საქართველოში. ამისათვის, ვითხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტრონულ ფორმატში (exl, cvs, xml) საკუთარ ოფიციალურ ვებვერდზე (police.ge) გამოაქვეყნოს 2012-2013 წლების დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში. კერძოდ: საქართველოში რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის რაოდენობა რეგიონების, თვეებისა და დანაშაულის სახეობების მიხედვით 2012  წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით. ასევე, იმ პირთა რაოდენობა და ასაკობრივი განაწილება, ვის მიმართაც აღნიშნულ პერიოდში დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

თუ თქვენც იზიარებთ ჩვენს მოთხოვნას, გთხოვთ, ხელი მოაწეროთ პეტიციას.

ერთად მოვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს დანაშაულის დეტალური სტატისტიკა!
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი *
გვარი *
ელ. ფოსტა
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This form was created inside of JumpStart Georgia. Report Abuse